ცერცვაძეს უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურს

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიდამოუკიდებლობის მოედანი კიევში
დამოუკიდებლობის მოედანი კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილმა სპეცრაზმელმა გიორგი ცერცვაძემ კიევში პატიმრობის პერიოდში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით უკრაინის ხელისუფლებას მიმართა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის ყოფილმა მებრძოლმა გიორგი (გია) ცერცვაძემ უკრაინაში პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ითხოვა.

ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ წინა კვირაში ცერცვაძე გაათავისუფლეს.

„დოკუმენტები ჩემმა ადვოკატმა შეიტანა. მაშინ საგამოძიებო იზოლატორში ვიჯექი და განცხადება დავწერე. დოკუმენტს მსვლელობა 25 იანვარს მიეცა. ის ჯერ განიხილება“, — განაცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

საქართველოს პროკურატურის შენობის ფასადი - Sputnik საქართველო
პროკურატურა ცერცვაძის შესახებ: დარჩენილია რუსეთში ექსტრადიციის საკითხის დახურვა

უკრაინის ხელისუფლებამ ცერცვაძის თხოვნა 25 თებერვლამდე უნდა დააკმაყოფილოს ან უარყოს. ცერცვაძის ადვოკატის განცხადებით, მისთვის უკრაინაში ყოფნა უფრო უსაფრთხოა.

ცერცვაძის დაკავებისა და შემდგომი მოვლენების ისტორიამ ფართო რეზონანსი მიიღო როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. ყოფილი სპეცრაზმელის გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცერცვაძის დაპატიმრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილე იყო.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურატურამ მიიღო დადასტურება იმისა, რომ ცერცვაძე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ნამდვილად იღებდა, მან სასამართლოში პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შუამდგომლობის შეტანა გადაწყვიტა.

ცერცვაძის გათავისუფლებას უკვე 26 იანვარს დღისით ელოდებოდნენ, მაგრამ კიევის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ ეს იმით ახსნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაბამისი დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებით გაგზავნა.

კრეშატიკი კიევში - Sputnik საქართველო
კიევის სასამართლომ გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლა

ამან ცერცვაძის ადვოკატის, ახლობლებისა და ნათესავების, ასევე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოში რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქვეყნის ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ფარულად თანამშრომლობს რუსულ სამართალდამცველ ორგანოებთან და მათ ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცა, ასევე სპეციალურად არ გააფრთხილა, რომ ის ინტერპოლით რუსეთის თხოვნის საფუძველზე იძებნებოდა.

ინფორმაციის გაჟონვაში თავისი მონაწილეობა საქართველოს ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო. პრემიერმა კვირიკაშვილმა, ხოლო მოგვიანებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ რუსეთისთვის ქვეყნის მოქალაქის გადაცემას არ აპირებენ.

მოგვიანებით მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ექსტრადიციული წარმოება ცერცვაძის სასარგებლოდ დასრულდეს და ის რუსეთს არ გადასცენ.

ყველა ახალი ამბავი
0