თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთს ახალგაზრდული ნაკრები რუსეთის თანატოლების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე.
მატჩები თბილისში 25 და 27 მარტს ევროპის ახალგაზრდული (U-19) ჩემპიონატისთვის ქართული ნაკრების მზადების ფარგლებში ჩატარდება, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.
კონტინენტალურ პირველობაში მონაწილეობას რვა ნაკრები მიიღებს. საქართველომ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, ტურნირზე კვალიფიკაცია ავტომატურად მოიპოვა. დანარჩენი შვიდი მონაწილე გუნდის ვინაობა მარტის ბოლოს გაირკვევა, როდესაც ელიტ–რაუნდის მატჩები ჩატარდება.
19-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია.