საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო

© FB / Georgian Football Federationვლადიმირ ვაისი
ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონტროლო თამაშებზე, მწვრთნელთა შტაბმა ძირითადად ის ფეხბურთელები დააკავა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატზე გამოდიან.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო. ვლადიმერ ვაისის ფეხბურთელები, პირველ შეკრებას თბილისში 16-დან 20 იანვრამდე გამართავენ, შემდეგ კი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გაემგზავრებიან, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 

23 იანვარს, ქართველი ფეხბურთელები ითამაშებენ უზბეკეთის ნაკრებთან, ხოლო ორ დღის შემდეგ კი იორდანელ ფეხბურთელებთან.  

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები ძირითადად იმ ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ეროვნულ პირველობაში იღებდნენ მონაწილეობას და იმ ლეგიონერებით, რომლებიც არც ისე ხშირად თამაშობენ ეროვნულ ნაკრებში. 

ზამთრის თასი - Sputnik საქართველო
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებმა „ზამთრის თასი“ მოიგო

უზბეკეთისა და იორდანიის გუნდებთან საქართველოს ფეხბურთის ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: როინ კვარაცხელია, ომარ მიგინეიშვილი, ოთო გოშაძე.

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, დავით ხოჭოლავა, გიორგი რეგვიაშვილი, ლაშა შერგელაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ქიმაძე, ჯიმი ტაბიძე.

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, გიორგი განუგრავა, ოლეგ მამასახლისი, ბექა ტუღუში, ოთარ კიტეიშვილი, ბაჩანა არაბული, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ხარაიშვილი.

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი, ბუდუ ზივზივაძე. 

თბილისში მზადების ეტაპის მსვლელობისას, ვაისის განკარგულებაში 20 ფეხბურთელი იქნება. ლობჟანიძე და დვალიშვილი თავის თანაგუნდელებს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში შეუერთდებიან. 


ყველა ახალი ამბავი
0