ქართველი სამშვიდობოები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ

© FB / Минобороны Грузииქართული სამხედროები
ქართული სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედროები დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდებიან, რომელიც ფრანგულ სარდლობას ექვემდებარება.

თბილისი, 31 იანვარი– Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გაცილების ცერემონია ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრილიაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიაბ, მისმა პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ჯანჯღავამ და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.

ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან. - Sputnik საქართველო
საქართველომ ავღანეთში სამშვიდობოთა როტაცია დაიწყო

„ჩვენ შეგვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში ჩვენ პარტნიორებთან ერთად და ვამტკიცებთ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომლის ნაწილიც გვინდა გავხდეთ“, — განაცხადა იზორიამ.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მისიაში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, აღნიშნა მინისტრმა.

„ამ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება და, პრაქტიკულად, იმ პროცესის განმტკიცებაა, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, განმტკიცება იმ მხარდაჭერისა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით”, — ხაზგასმით განაცხადა იზორია.

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნახევარი წლით გამგზავრნენ, ისინი დედაქალაქ ბანგიში, „უკატექსის“ ბაზაზე განთავსდებიან. ქართული კონტინგენტი ფრანგულ სარდლობას დაემორჩილება. კაპიტან რომან მოდებაძის მეთაურობით ქართველი მშვიდობისმყოფელების ოცეულის მთავარი ამოცანა იქნება ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მსოფლიოს სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში შეტანილ წვლილს ფრანგ სამხედროებთან ერთად. ვფიქრობ, ასეთი სახის ოპერაციები ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო აახლოებს და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა მაღალ დონეზეა“, — განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

I ბრიგადის გაძლიერებული ასეული ასეული ავღანეთში ჩავიდა - Sputnik საქართველო
მისია ავღანეთში: საქართველომ როტაცია განახორციელა

23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე 4-კვირიანი მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა. მათ პატრულირება, საგუშაგოების და საპატრულო ბაზის მოწყობა, ჩხრეკა-კორდონის ოპერაციები, საცეცხლე მომზადება, პირველადი სამედიცინო მომზადება და ფსიქოლოგიური ტესტირება გაიარეს.

ის, რომ ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით გაემგზავრებოდა, 2016 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი, როდესაც საქართველოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ეწვია.

მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცეული თავისი მოვალეობების შესრულებას დაიწყებს, ის მათ ჟან-ივ ლე დრიანთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეწვევა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის ივლისიდან მონაწილეობენ. ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წინ უძღოდა სამხედრო ოპერაცია ევროკავშირის ეგიდით, რომელიც 2014 წელს დაიწყო. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2013 წლის დასაწყისში ბანგიში ისლამისტური დაჯგუფება „სელეკის“ ბოევიკებსა და ამბოხებულ ქრისტიანებს შორის შეტაკებები დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0