მოვაჭრეები „ოქროს ბირჟის“ შტურმით აღებით იმუქრებიან

© FB / www.itv.geხანძრის შედეგები
ხანძრის შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეებმა ხელისუფლებას დრო 13:00 საათამდე მისცეს, რათა მათ შენობაში შესვლა და სეიფებში შენახული ოქროს ნივთების გამოტანა შეძლონ.

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. „ოქროს ბირჟის“ მოვაჭრეები საკუთარი პროდუქციის ასაღებად „ბავშვთა სამყაროს“ შენობის შტურმით აღებით იმუქრებიან, რომელიც გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს ბირჟა“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, კვირას, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარმა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ ცხრა საათის შემდეგ მოხერხდა. შენობის ჩამონგრევის საშიშროებიდან გამომდინარე შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შენობაში არავინ შეუშვას.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თუ დღეს, შუადღისთვის შენობაში არ შეგვიშვებენ და ჩვენი საქონლის გამოტანის ნებართვას არ მოგვცემენ, შენობას შტურმით ავიღებთ და ჩვენ სეიფებს გამოვიტანთ. ჩვენ ისეც ხომ დაღუპულები ვართ… ან გამოვიტანთ ჩვენს ნივთებს, ან ყველა ადგილზე მოვკვდებით. ჩვენ პირველ საათამდე დაველოდებით“, — განაცხადა „ოქროს ბირჟის“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ ლალი სვერიაშვილმა.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ძლიერი ხანძარი თბილისში: ცეცხლმა 13 ათასი კვ.მ ფართობი ტერიტორია მოიცვა

გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობები, რომლებიც სეიფებში ინახებოდა, სავარაუდოდ, ხანძარს გადაურჩებოდა. ამასთან, შენობაში ამ დრომდე ცეცხლის ცალკეული კერები კვლავ რჩება.

„გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიცია მოვიდა, ქულები დაიწერეს, შენობის ფონზე სურათები გადაიღეს, ინტერვიუები ჩაწერეს და შემდეგ დაგვტოვეს. ცეცხლის კერები ჩამქრალი ჯერ კიდევ არაა. სახანძრო არ მუშაობს“, — განაცხადა „ოქროს ბირჟის“ ერთ-ერთმა გამყიდველმა ნანა ფიფიამ.

დაზარალებულებს უკვე შეხვდა სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გოჩა კაპანაძე. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც შენობაში შესვლა უსაფრთხო იქნება, შედგება მოვაჭრეების სია, რომლის მიხედვითაც მოხდება სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების შეშვება.

ყველა ახალი ამბავი
0