თბილისში "ბავშვთა სამყარო" იწვის

© photo: SputnikПожар
Пожар - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე ხუთ საათზე მეტია 30 სახანძრო მანქანა ებრძვის ხანძარს თბილისის ცენტრში.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ამ წუთამდე ვერ ხერხდება ხანძრის სრული ლიკვიდაცია თბილისისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში "ბავშვთა სამყარო". საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ხანძარს, რომელიც დაახლოებით ღამის 3 საათზე გაჩნდა, 30-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა. 

ცეცხლი მთელ შენობას მოედო და იგი მთლიანად დამწვარია. 

სახანძრო - Sputnik საქართველო
ხანძარი სიღნაღის რაიონში

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის თქმით, ხანძრის კერა, სავარაუდოდ, შენობის გვერდით მდებარე პატარა ობიექტი იყო, საიდანაც ხანძარი მთელ შენობას მოედო. ხანძრის ლიკვიდაცია გაჭირდა იმის გამოც, რომ შენობა დატვირთული იყო სწრაფად აალებადი პროდუქციით. მისი თქმით, მეხანძრეებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ხანძარი სხვა ახლოს მდებარე შენობებს არ გადასდებოდა. ზარალი, სავარაუდოდ, ძალიან დიდია. 

სავაჭრო ცენტრში, რომელიც ოთხსართულიანია, განთავსებული იყო ტანსაცმლის, ფართლეულის, სათამაშოების, წიგნების, საიუველირო ნაწარმის სექციები. 

ყველა ახალი ამბავი
0