ხანძარი სიღნაღის რაიონში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურის სახლის შენობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლის შენობა დაიწვა, რომელშიც განთავსებულია საზოგადოებრივი ცენტრი, „ლიბერთი ბანკის“ სერვის-ცენტრი, ბიბლიოთეკა, მუსიკალური ცენტრი და სოციალური საწარმო, — იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე

ცეცხლი 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. დაიწვა კულტურის სახლის დარბაზი და სახურავი. განადგურდა სოციალური საწარმოს ინვენტარი.

ადგილზე კახეთის რეგიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები რამდენი საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ცეცხლი თავდაპირველად დარბაზში გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა შენობაში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.

სიღნაღის გამგებლის მოადგილის ნოდარ მერმიშვილის განცხადებით, ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0