იაგლანდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს

© FB / Георгий Квирикашвилиევროსაბჭოს გენ-მდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერთან
ევროსაბჭოს გენ-მდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თორნბიორნ იაგლანდი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს მართავს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობას, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესსა და სასამართლო რეფორმას.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა 2016-2019 წლებისთვის, რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პროცესის ეფექტურ განხორციელებას ითვალისწინებს, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე.

ტორბიორნ იაგლანდი - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პროგრესით კმაყოფილია

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს — „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც წელიწადში ორჯერ მზადდება.

იაგლანდისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა ასევე არაკონტროლირებად რეგიონებში არსებული ვითარება გახდა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოში 150-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემენ

 „ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებზე ევროპის საბჭოს სრულყოფილად ინფორმირება, რამდენადაც გრძელდება გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობას“, — განაცხადა ციხელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო ასევე აქტიურად არის ჩართული კონფლიქტის შედეგად ერთმანეთს დაშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროექტებში.

მანამდე ორშაბათს იაგლანდმა მოლაპარაკებები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან.

დაგეგმილია იაგლანდისა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა. ევროკავშირის მეთაურის ვიზიტი, რომელიც ორშაბათს დაიწყო, 31 იანვარს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0