ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს პროგრესით კმაყოფილია

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიტორბიორნ იაგლანდი
ტორბიორნ იაგლანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თორბიორნ იაგლანდი საქართველოში ჩამოვიდა. ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველომ ბოლო წლებში დამაჯერებელ პროგრესს მიაღწია, განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა თორბიორნ იაგლანდმა თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

იაგლანდი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ორშაბათს ჩამოვიდა. ვიზიტის მსვლელობისას ის შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს.

„პირველ რიგში მინდა საქართველოს მივულოცო პროგრესი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. ევროპის ინსტიტუტები საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს მხარს უჭერენ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს“, — განაცხადა იაგლანდმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა რეფორმების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებების დაცვას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

„ბატონ იაგლანდს მივაწოდე ინფორმაცია იქ არსებული სიტუაციის შესახებ. არსებული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში საქართველოზე, რომელშიც საუბარია კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე“, — განაცხადა ჯანელიძემ.

მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის პასუხად თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიჭა.

ყველა ახალი ამბავი
0