აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა პრაღაში 7 თებერვალს გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი შეხვედრაზე პრაღაში განიხილავენ აქტუალურ საკითხებს ტრანსპორტისა და ეკონომიკის სფეროებში, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში 7 თებერვალს გაიმართება, განაცხადა ქართველმა დიპლომატმა.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები საქართველოსა და რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატია მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. მოლაპარაკებები პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს.

„ჩვენ ჩვენი დღის განრიგი გვაქვს. ესაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო საკითხები, გარკვეული ჰუმანიტარული თემები — ეს ძალზე დიდი სფეროებია. ამ თვალსაზრისით გარკვეული დინამიკა გვაქვს. ახლა შევხვდებით, რათა განვიხილოთ, რა მდგომარეობაშია ეს სფეროები“, — განუცხადა აბაშიძემ „Sputnik–საქართველოს“.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ გამორიცხა

თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მოსკოვის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად გაწყვიტა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა, ამასთან საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას განაგრძობს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0