ორი გზა დაშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა ან თვითგვემა

© Flickr / Courtney Carmodyგანშორება საწყისი წერტილი არ არის. ეს იმის შედეგია, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ
განშორება საწყისი წერტილი არ არის. ეს იმის შედეგია, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშორება, ტრავმის სიღრმით, ახლობელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ მეორე ადგილზეა. პირველ რიგში, რის გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ესაა თქმა - „მიმატოვეს“ - ეს ფიქრშიც არ უნდა გაივლოთ.

ნებისმიერი დაშორება მტკივნეულია, მაგრამ აქედან შეიძლება თავაწეული გამოსვლაც და ასევე დიდი ხნით თვითგვემის მდგომარეობაში დარჩენა. როგორ უნდა დავეხმაროთ თავს განშორებისგან მოყენებული ტკივილის დასაძლევად?

პირველ რიგში, რის გაკეთებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ესაა თქმა — „მიმატოვეს“ — ეს ფიქრშიც არ უნდა გაივლოთ.

ესაა მსხვერპლის, ობიექტის, საგნის პოზიციაზე გადანაცვლება. თქვენ ორი ზრდასრული და ქმედუნარიანი ადამიანი ხართ და არავის არავინ მიუტოვებია. თქვენ დაშორდით, მიიღეთ ერთმანეთთან ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება, თქვენი წყვილისთვის პერსპექტივას ვერ ხედავთ — აირჩიეთ ნებისმიერი ფორმულირება, მთავარია, მან მომხდარის არსი ასახოს. თქვენი წყვილი დაიშალა და არავის არავინ მიუტოვებია.

© Flickr / Johan Larssonშეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება და გარშემომყოფებთან წუწუნი
შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება და გარშემომყოფებთან წუწუნი - Sputnik საქართველო
შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება და გარშემომყოფებთან წუწუნი

რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ჯანმრთელი ადამიანი განმარტების გარეშე არ რჩება, ის პოულობს ძალას, პარტნიორს რომ დაელაპარაკოს, აუხსნას, რომ გრძნობები გაქრა და შემდგომ ურთიერთობებს აზრი აღარ აქვს.

მაგრამ კარგად გვესმის, რომ სხვაგვარადაც ხდება, მაგალითად, ბრუნდებით სახლში და იქ გარდერობი ცარიელი გხვდებათ, ან თქვენი ეჭვი სხვა ქალის არსებობაზე მართლდება, ან ის ყველაფერზე გედავებათ, რადგან აღიზიანებთ.

მამაკაცურ პოლიგამიას თანდათან მონოგამია ანაცვლებს - Sputnik საქართველო
რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ერთგულება?

ამის დაჯერება უმალ ძნელია, მაგრამ დაიჯერეთ: არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა გახდა ბოლო წვეთი, დაგშორდათ ის განმარტებით თუ ამის გარეშე, გამოიჭირეთ ღალატზე თუ არა.

არასდროს ხდება ისე, რომ ორმა ადამიანმა უპრობლემოდ იცხოვროს და ერთ-ერთმა პარტნიორმა უმიზეზოდ წასვლა გადაწყვიტოს. ასე უბრალოდ არ ხდება. თუ მას სხვა შეუყვარდა, მანამდე თქვენ უკვე აღარ უყვარდით. ეს მნიშვნელოვანი აზრია და ყველა ქალმა უნდა გაიაზროს.

განშორება საწყისი წერტილი არ არის. ეს იმის შედეგია, რომ მამაკაცს აღარ უყვარხართ.

სწორედ აქედან უნდა დაიწყოთ ფიქრი — თუ აღარ უყვარხარ, რად გინდა ასეთი ადამიანი? თუ თქვენ გვერდით ყოფნა არ უნდა ადამიანს, რომელსაც თქვენი ცხოვრება აღარ აინტერესებს, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში მონაწილეობა აღარ სურს, რომელსაც თქვენთან სალაპარაკო აღარაფერი აქვს.

© Flickr / hans van den bergდაშორება, ტრავმის სიღრმით, ახლობელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ მეორე ადგილზეა
დაშორება, ტრავმის სიღრმით, ახლობელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ მეორე ადგილზეა - Sputnik საქართველო
დაშორება, ტრავმის სიღრმით, ახლობელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ მეორე ადგილზეა

ის მამაკაცი, რომელსაც უყვარდი, აღარ არის. მას ვერ დაიბრუნებ, ის მივლინებაში არ წასულა… აქ ჩნდება შემდეგი მნიშვნელოვანი აზრი — თქვენი განშორება კანონზომიერია.

თქვენი მამაკაცი არანაირ „კახპას“ არ წაუყვანია. ის დამნაშავე არ არის, რომ აღარ უყვარხარ. შეყვარება და „გადაყვარება“ ძალით არ ხდება. თქვენს ურთიერთობებში იყო რაღაც პრობლემები, რომლებსაც ან არ აქცევდით ყურადღებას, ან არ გინდოდათ შეგემჩნიათ, ან იმედი გქონდათ, რომ ყველაფერი თავისთავად ჩაივლიდა, ან ამას რთულ პერიოდს მიაწერდით და ა. შ.

დატკბით ცხოვრებით, დაიჭირეთ მომენტი - Sputnik საქართველო
ცხოვრება ძალზე ხანმოკლეა, რომ ის მრისხანებაზე დახარჯოთ – იცხოვრეთ „აქ და ახლა“

ასეა თუ ისე, თქვენ შორის გაუგებრობამ იმატა, გაქრა სინაზე, ერთმანეთთან ნაკლებ დროს ატარებდით, ხშირად კამათობდით ან, უბრალოდ, ნაკლებად ურთიერთობდით. დიახ, ასეთი პერიოდები ყველა წყვილს აქვს, მაგრამ შორდებიან ის წყვილები, რომელთა ურთიერთობებიც თავიდანვე მყარი არ იყო. ანუ თქვენი ურთიერთობები განწირული იყო და საკითხი, უბრალოდ, ასე იდგა — როდის დაშორდებით.

შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება და გარშემომყოფებთან წუწუნი არამზადასა და გაიძვერაზე, რომელიც თუნდაც ძალზე „არაკაცურად“ წავიდა — გახსოვდეთ, თავის დროზე ეს მამაკაცი სწორედ თქვენი არჩეულია.

„მაშინ სულ სხვანაირი იყო“ — ალბათ ეს გაიფიქრეთ. მართალია, მაგრამ თუ ასე შეიცვალა, რატომ თავად არ მიატოვეთ? არამზადად ერთ საათში ხომ არ იქცა? ერთად დიდხანს იყავით, ალბათ, ხედავდით, როგორ ექცევა სხვებს, როგორ საუბრობს ახლობლებზე, სხვა წყვილებზე.

ან ვერ ამჩნევდით ზოგიერთ ნიშანს, ან არ გინდოდათ დანახვა. მაგრამ ვითარებიდან „ჩემი პარტნიორი არამზადა აღმოჩნდა“ გამოსავალი ცხადია: ეს ურთიერთობები უნდა დამთავრდეს. თქვენმა არამზადამ თვითლიკვიდაცია მოახდინა და განა ეს სიხარულის საბაბი არ არის?

რა თქმა უნდა, განშორების შემდეგ პირველ ხანებში რთული და მძიმე იქნება. ეს ნორმალურია. დაშორება, ტრავმის სიღრმით, ახლობელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ მეორე ადგილზეა. მიეცით საკუთარ თავს დაახლოებით ერთი წელიწადი. ამ დროში თქვენი ფსიქიკა სტრესს „გადახარშავს“ და შემდგომი წინსვლისთვის მზად იქნებით.

© Flickr / Ant Jacksonდაახლოებით ერთ წელიწადში თქვენი ფსიქიკა სტრესს „გადახარშავს“ და შემდგომი წინსვლისთვის მზად იქნებით
დაახლოებით ერთ წელიწადში თქვენი ფსიქიკა სტრესს „გადახარშავს“ და შემდგომი წინსვლისთვის მზად იქნებით - Sputnik საქართველო
დაახლოებით ერთ წელიწადში თქვენი ფსიქიკა სტრესს „გადახარშავს“ და შემდგომი წინსვლისთვის მზად იქნებით

ამ რთულ პერიოდში მოერიდეთ ორ უკიდურესობას. პირველი — ჩაიკეტოთ და თვითგვემას მიეცეთ, განუწყვეტლივ იქვითინოთ და მეორე — ყველას უმტკიცოთ, რომ „მაგარი“ ხართ და თქვენი გულისთვის მამაკაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან.

მარტოობა და საკუთარი ტანჯვით „ტკბობა“ დღითიდღე დაგინგრევთ თვითშეფასებას და ჯანმრთელობას, ხოლო მამაკაცებს „ყოფილს“ შეადარებთ.

ანუ, თუ ისე ერთობით, რომელიც არაფერს გავალდებულებთ — შეხვედრები, სექსი, კინოში წავსლა და ა. შ., გაერთეთ. მაგრამ ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ურთიერთობები ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაიზრდება სწრაფად. ეს ნევროტიკული კავშირი იქნება, რომელიც არაფერ კარგს არ მოიტანს — ეს თითქმის გარანტირებულია.

დაუტოვეთ მამაკაცს პირადი სივრცე - Sputnik საქართველო
რა სჭირდებათ მამაკაცებს...

ბევრისთვის რთულია, რომ თავის ახლობლებსა და მეგობრებს განშორების შესახებ აცნობოს. ეს გასაგებია, ადამიანები კითხვებით მოგვმართავენ, რაც ძალიან არასასიამოვნოა. რჩევა ასეთია — არანაირ დეტალზე არ გაამახვილოთ ყურადღება, არ დაადანაშაულოთ და არ დაიდანაშაულოთ თავი. მიზეზად შეარჩიეთ რომელიმე ოფიციალური ვერსია — „ხასიათებით ვერ შევეწყვეთ“, „მომავალზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს“, „ჩვენი გზები გაიყო“…

დაბოლოს, თქვენ დამნაშავე არ ხართ. არ შეგიშინებიათ ის, როცა აბაზანიდან მაკიაჟის გარეშე გამოხვედით, ნორმალურად ამზადებდით კერძებს, ნორმალური გარეგნობა, ფიგურა გაქვთ, ხასიათი, მოკლედ, ყველაფერი ნორმალურადაა. არ დაუშვათ აზრი — „სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა“. არავითარ შემთხვევაში.

თქვენ ისეთი ხართ, როგორიც ხართ — ეს თქვენ ხართ და არავინ სხვა. მამაკაცს ქალი უყვარს მთლიანად, არ ყოფს მის საჭმელების მომზადების უნარსა და გრძელ ფეხებს. ნუ ეცდებით, „გაკვეთილი ისწავლოთ“ და განშორების შემდეგ საკუთარი თავი შეცვალოთ — ეს ძალადობაა საკუთარ თავზე.

ერთადერთი, რაზე დაფიქრებაც, ალბათ, ღირს ესაა — ხომ არ აიღეთ თქვენს თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც თქვენ შორის ხდებოდა; რადგან თუ გწამდათ, რომ „ამინდი ოჯახში“ მთლიანად თქვენი პასუხისმგებლობაა, ამ „წესისგან“ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეთ. ტანგოს მარტო ვერ იცეკვებთ, ამისთვის ორი ადამიანია საჭირო.

მასალა მომზადებულია ფსიქოლოგ მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0