თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. გურჯაანში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა. ცენტრალურ გზებზე გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითა არის შესაძლებელი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
დიდთოვლობის შედეგად კახეთის მაღალმთიან სოფლებში ზიარში, ფხოველსა და ჭერემში უკვე მეორე დღეა სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია.
ადგილობრივების განცხადებით, გაუკვალავი გზის გამო, მოსახლეობა რაიონულ ცენტრს ვერ უკავშირდება, რაც საყოფაცხოვრებო პრობლემებს ქმნის.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნავენ, გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა ხვალიდან დაიწყება. მათივე თქმით, სპეცტექნიკის შეყვანას სოფლებში მაღალი თოვლის საფარი ართულებს.