თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ნეაპოლური მაფიის – „კამორას“ ერთ–ერთი ლიდერი, რომელიც კოკაინისა და ჰაშიშის საერთაშორისო ნარკოტრაფიკზე პასუხისმგებელ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, ესპანეთის პროვინცია მალაგაში დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ესპანეთის ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით.
დაკავებულია „კამორას“ ერთ–ერთი ლიდერი, როგორც იტალიის ეროვნული პოლიცია მიუთითებს, ბოსის „მარჯვენა ხელი“, რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე უკანონო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდა ნარკოტიკების მომწოდებლებთან.
მაფიოზის დაკავებაში, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ესპანეთისა და იტალიის სამართალდამცველმა ორგანოებმა ერთობლივად ჩაატარეს.
ამავდროულად, ნეაპოლში დააკავეს AMATO-PAGANO–ს მაფიოზური კლანის დაჯგუფების წევრები. კლანი ნარკოტიკების გასაღების ბაზარს აკონტროლებს. იტალიაში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად 20 მილიონი ევროს ქონება ამოიღეს.