ჰასავიურტში სპეცოპერაციისას სამი ბოევიკია ლიკვიდირებული

© Photo: courtesy of DSP of the Federal Security Service of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმმა დივერსიულ–ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა აღკვეთა
რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმმა დივერსიულ–ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა აღკვეთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის მიერ სამი ბოევიკია ლიკვიდირებული, რომლებიც ჰასავიურტში კერძო სახლში იყვნენ შეფარებული.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ჰასავიურტში (დაღესტანი) სამი ბანდიტის ლიკვიდაცია დაადასტურა.

უფრო ადრე ანონიმურმა წყარომ დაღესტნის სამართალდამცველ ორგანოებში საინფორმაციო სააგენტო РИА Новости–ს განუცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს ჰასავიურტში სამი ბოევიკია ლიკვიდირებული. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქ კვირას დილით ამოქმედდა.

ნიკოლაი პატრუშევი - Sputnik საქართველო
რუსეთში 2016 წელს 900–ზე მეტი ტერორისტის შეღწევის მცდელობა აღიკვეთა

კომიტეტის ინფორმაციით, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჰასავიურტის ერთ–ერთ კერძო სახლში ტერორისტული მიმართულების დანაშაულში მონაწილე შეიარაღებული ადამიანები იმალებოდნენ.

რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის მიერ ბლოკირებული იყო სახლი, მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ახლოს მცხოვრები ადამიანები ევაკუირებული იყვნენ.

„სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე, დაეყარათ იარაღი და ჩაბარებოდნენ ხელისუფლებას, დამნაშავეებმა მართლწესრიგის ძალებს ცეცხლი გაუხსნენ. ამას მოჰყვა შესაბამისი პასუხი, რის შედეგად სამი ბანდიტი ნეიტრალიზებულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამჟამად სამართალდამცველები ათვალიერებენ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, ორგანიზებულია ბანდიტების ამოცნობის ზომები. სამართალდამცველებსა და სამოქალაქო მოსახლეობას შორის დაშავებულები არ არიან, განაცხადეს ანტიტერორისტულ კომიტეტში.

ყველა ახალი ამბავი
0