რუსეთში 2016 წელს 900–ზე მეტი ტერორისტის შეღწევის მცდელობა აღიკვეთა

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკშინიკოლაი პატრუშევი
ნიკოლაი პატრუშევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში ტერორისტული ორგანიზაციების მუსლიმური თემების საზოგადოების ნიღბით მოქმედი კონსპირირებული რგოლების პრობლემა არსებობს.

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. რუსეთში 2016 წელს საომარი მოქმედებების ზონებიდან 900–ზე მეტი ტერორისტი ცდილობდა შემოსვლას, განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა.

„მთლიანობაში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებები გვაძლევდა საშუალებას, ეფექტურად და დროულად აღგვეკვეთა ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტების შემოსვლის მცდელობა საომარი მოქმედებების ზონებიდან. გასულ წელს ამგვარად ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული 900–ზე მეტი პირი გამოვლინდა“, – განაცხადა პატრუშევმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა ტერაქტი აღკვეთა - Sputnik საქართველო
მოსკოვში დააკავეს ბოევიკები, რომლებიც ტერაქტებს ამზადებდნენ

მისი თქმით, ამასთან ერთად, კვლავ არსებობს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების კონსპირირებული რგოლების პრობლემა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ტრადიციული მუსლიმანური თემების სახით მოქმედებენ.

„ცალკეული ქვეყნების მხარდაჭერით – მათ ახლა არ დავასახელებ – ისინი ექსტრემიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ, იზიდავდნენ ახალ წევრებს, ტერორისტების მოსამზადებელ ბანაკში დაქირავებულ მკვლელებს აგზავნიდნენ“, – განაცხადა პატრუშევმა.


ყველა ახალი ამბავი
0