თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში 12 ოჯახს სახლი დაეწვა, დაზარალებულია 70 ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთვი 2“.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტროგადამცემი ხაზები სახელდება.
დაზარალებულები შემთხვევის ადგილზე მთავრობის წევრების მისვლას და გართულებული ამინდის პირობებში დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
ბათუმში მეორე დღეა თოვს, რამაც პრობლემები შექმნა ქალაქში. ლიპყინულის გამო ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია. თოვლის გამო გადაადგილება უჭირთ ქვეითად მოსიარულეებსაც.
უკვე მეორე დღეა შეფერხებით მუშაობს ბათუმის აეროპორტიც. უამინდობის გამო რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა.
დიდთოვლობის გამო, ჩაქვი-ბათუმის უღელტეხილზე მოძრაობა გართულებულია. სინოპტიკოსების ნავარაუდევი ამინის მიხედვით ბათუმში დღეს შტორმიც მოსალოდნელია.
ამ დროისათვის, ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლე 15 სანტიმეტრს აღწევს.