თეიმურაზ წიკლაური: „რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანას სჭირდება“
„დრო გადის, მოვიდა ახალი თაობა, რომელმაც ახალი კულტურა მოიტანა. მე კი იმ ჩემ ძველს ვერ გადავალ იმიტომ, რომ იქ ჩამოვყალიბდი და იქ ვგრძობ თავს კომფორტულად“, — ამბობს „Sputnik”-თან ინტერვიუში თეიმურაზ წიკლაური.
თეიმურაზ წიკლაური — მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, 1967 წლიდან ფილარმონიის მსახიობი. 1972 წლიდან საესტრადო ანსამბლ „ივერიას“ სოლისტია.