„სუხიშვილების“ იუბილე: როგორ ემზადება ანსამბლი კონცერტებისთვის

გამოწერა

 „Sputnik საქართველოს“ გადამღები ჯგუფი  ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ რეპეტიციებს დაესწრო. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვიდეოს საშუალებით იხილეთ თუ როგორ ემზადება მსოფლიოში ცნობილი ანსამბლი კონცერტებისთვის.

საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ანსამბლის დამაარსებლის, ცნობილი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ილია (ილიკო) სუხიშვილის დაბადების 110-წლისთავს კონცერტებით აღნიშნავს.

კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება როგორც თავად ილიკო სუხიშვილის, ისე მისი შვილიშვილის უმცროსი ილიკო სუხიშვილის დადგმები.

ილიკო სუხიშვილის იუბილის აღნიშვნა ანსამბლმა თავისი დიდი ტურნეს წინ გადაწყვიტა. „სუხიშვილების“ უცხოური ტურნე სტარტს 2017 წლის თებერვალში აიღებს და ორ თვეს გაგრძელდება — ცნობილი ქართველი მოცეკვავეების ხილვით დატკბებიან პოლონეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და ჩეხეთში.

„კონცერტზე დასასწრები ბილეთები რეკორდულ დროში — თითქმის რამდენიმე საათში  გაიყიდა. ყველას დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის“, — ნათქვამია „სუხიშვილების“ „ფეისბუქის“ გვერდზე. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0