ინოვაცია ქართულ ბაზარზე – ხის ხელნაკეთი კედლის საათები თვითნასწავლი ხელოვანისგან

© FB/ Ramazi Grigalashviliრამაზ გრიგალაშვილი
რამაზ გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამაზ გრიგალაშვილი ხაშურის შუშის ქარხანაში საამქროს უფროსი იყო. როცა ქარხანა დაიკეტა იგი უმუშევარი დარჩა და გადაწყვიტა ოჯახი რაიმე ხელობით ერჩინა. მისი ულამაზესი და დახვეწილი ნამუშევრები თითოეული მნახველის მოწონებას და აღფრთოვანებას იწვევდა.

 რამაზ გრიგალაშვილმა ხეზე მუშაობა ისწავლა, ჯერ შეზლონგების და მაგიდების გაკეთება დაიწყო, შემდეგ ეზოს ულამაზესი დეკორაციები გააკეთა, ახლა კი ხელნაკეთი საათების შექმნა დაიწყო. ბატონი რამაზი თავად მოგთხრობს ხელობაზე, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ შეისწავლა. 

© FB/ ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათებიჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები
ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები - Sputnik საქართველო
ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები

– პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ. შუშის ქარხანაში ვმუშაობდი, საამქროს უფროსი ვიყავი. როცა ქარხანა დაიხურა დავრჩი უმუშევარი. ვფიქრობდი რა გამეკეთებინა, რომ ოჯახი მერჩინა. ხაშურში ცენტრალურ გზაზე ვცხოვრობ, აქ ხალხი ძირითადად შეზლონგების, ჰამაკების, სკამების გაყიდვით ირჩენს თავს.  განსაკუთრებით ცენტრალურ მაგისტრალზე მცხოვრები თითქმის ყველა ადამიანი, ამ ნივთების გაყიდვით  არის დაკავებული. სხვა შემოსავალი არ აქვთ. უშუალოდ მწარმოებელი რამდენიმე ვართ, ძირითადად გადამყიდველები მუშაობენ გაყიდვაზე და ამით ირჩენენ თავს. მეც გადავწყვიტე ხელობა ამეთვისებინა, ვიყიდე იარაღები და დავიწყე ეს საქმე. ჩემი მეუღლე მედგა გვერდით, ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. შემდეგ ერთ–ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე ვნახე ულამაზესი ჩიტის ბუდეები, ჩვენთან ასეთები არ იყიდებოდა და გადავწყვიტე გამეკეთებინა. გულგრილად ვერავინ ჩაუვლის გვერდს, ყველას  ძალიან მოსწონს. ძირითადად ეზოების გასალამაზებლად ყიდულობენ. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მიაქვთ ჩემი გაკეთებული ჩიტის ბუდეები. ძალიან აქტუალურია დღეს ლამაზი ბაღების თემა. ტელევიზიები ხშირად აკეთებენ სიუჟეტს ყვავილებით გალამაზებულ ეზოებზე და ხშირად სატელევიზიო გადაცემებში, სხვადასხვა ეზოებში ამომიცნია ჩემი ჩიტის ბუდეები.

– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩიტი ნამდვილად დაბუდებულიყო ამ სახლში?

– კი როგორ არა, ასეთი შემთხვევა ხშირია. 

© FB/ ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათებიჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები
ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები - Sputnik საქართველო
ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები

– კიდევ რა ნივთებს აკეთებთ?

– ვაკეთებ მაგიდებს, დასაკეც სკამებს, შეზლონგებს, ბავშვებისთვის ჰამაკებს, საქანელებს და ა.შ. სულ ბოლოს გადავწყვიტე ხის ხელნაკეთი საათების გაკეთება. ძალიან უცხო და ორიგინალურია. შემიძლია ნებისმიერ ადამიანს საკუთარი გემოვნებით გავუკეთო ნებისმიერი ფორმის საათი. ამ საქმეშიც ჩემი მეუღლე მეხმარება. ჩვენი ფანტაზიით ვქმნით დიზაინს, დოდო მოხატავს ხოლმე და შემდეგ მე ვჭრი.  

© FB/ ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათებიჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები
ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები - Sputnik საქართველო
ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები

– ძირითადად რა მასალაზე მუშაობთ?

– დიდი მნიშვნელობა აქვს ხეს. მე ძირითადად წიფელაზე ვმუშაობ. კარგი მასალაა. გამოჭრილ ფორმებს შემდეგ ლაქს ვუსვამ და სასურველ ფერს ვაძლევ. თავიდან შიძლებასხვა ფერი მქონდეს ჩაფიქრებული, მაგრამ მუშაობის დროს კონკრეტულმა ნივთმა შეიძლება სულ სხვა ფერი მოიხდინოს და შეიცვალოს ჩემი ჩანაფიქრი. საათისთვის მხოლოდ მექანიზმს ვყიდულობ, დანარჩენი ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ.

ჩემი ხელნაკეთი საათები ჯერ გასაყიდად არ გამომიტანია. ველოდები ზაფხულს. იმედია, მყიდველი მასაც ისე კარგად მიიღებს და მოიწონებს, როგორც ჩიტის ბუდეები აიტაცეს. უკვე 30 საათი გავაკეთე, ზაფხულამდე კიდევ დავამატებ და ფართო არჩევანი მექნება. 

© FB/ ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათებიჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები
ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები - Sputnik საქართველო
ჩიტის სახლები, შეზლონგები, საქანელები, ხელნაკეთი საათები

– რამდენად რთულია ხეზე მუშაობა?

– საკმაოდ შრომატევადია. მართალია დიდი ზომის საათები არ არის, მაგრამ თითოეულ დეტალს ძალიან დიდი დრო და დაკვირვება სჭირდება. მთელი დღე რომ იმუშაო, შეიძლება ყველაზე ბევრი ორი საათი გააკეთო. ხელით უნდა დაამუშაო ხის მასალა, გამოიყვანო ფორმები, წარწერები, მოიხატოს სასურველი ფორმა, შემდეგ ამოიჭრას. ზოგიერთი საათი ზემოდანაც იხატება. 

ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, უკვე დავიწყე ფიქრი რა სიახლე შეიძლება შემოვიტანო ჩემს ხელობაში.


ყველა ახალი ამბავი
0