ყველასთვის უცნობი ქანთრი-მუსიკოსი დეივ კეროლი 2009 წელს ნებრასკაში კონცერტზე მიემგზავრებოდა. ავიაკომპანია United-მა მას ბორტზე გიტარის ატანის ნება არ მისცა და ის საბარგო განყოფილებაში ჩააბარებინა. ჯერ კიდევ ფრენამდე დეივმა დაინახა, როგორ უდიერად ეპყრობოდნენ ტვირთს, სადაც მისი 3500 დოლარის ღირებულების გიტარაც იყო.
როდესაც დეივმა ბარგი მიიღო, აღმოჩნდა, რომ ინსტრუმენტი გატეხილი იყო. ავიაკომპანია მთელი წლის განმავლობაში მუსიკოსს თავგზას უბნევდა და თავის დანაშაულს არ აღიარებდა. როგორც იქნა, United-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მტკიცე უარი უთხრა მას საჩივრის ყველანაირ შემდგომ მცდელობაზე პასუხად.
დეივმა საჩივრები შეწყვიტა. ამის ნაცვლად დაწერა სიმღერა United Breaks Guitars (United გიტარებს ტეხს), რომელშიც თავს გადახდენილი დეტალურად აღწერა. კლიპი ინტერნეტში ჰიტად იქცა და 16 მილიონი ნახვა დააგროვა, თან დეივი, რომელსაც არცთუ ბევრი იცნობდა, მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. გიტარების მწარმოებელმა კომპანია Taylor-მა მას ორი ახალი გიტარა აჩუქა, ხოლო კლიპის Youtube-ზე ატვირთვიდან ოთხ დღეში ავიაკომპანია United Airlines-მა საბირჟო ღირებულების 10% დაკარგა, რაც აქციების მფლობელებს 180 000 000 აშშ დოლარი დაუჯდათ.
United-ის თანამშრომლებმა დეივს კლიპის ქსელიდან ამოღებისთვის კარგი კომპენსაცია შესთავაზეს, მაგრამ მუსიკოსმა მათ მტკიცე უარი განუცხადა.