მასმედია: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ სანქციების გაუქმებას ამზადებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიწითელი მოედანი, კრემლი
წითელი მოედანი, კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვს სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით ვაშინგტონის გეგმებზე მონაცემები არ აქვს. ამაზე უფრო ადრე ამერიკელმა ჟურნალისტებმა განაცხადეს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. კრემლისთვის უცნობია აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო გეგმების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА-Новости.

გამოცემა Politico-ს ჟურნალისტ სიუზან გლასერის მონაცემებით, ტრამპის ადმინისტრაციაში მზადდება ბრძანებულება ანტირუსული სანქციების შესუსტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ წყაროს ცნობით, პროექტი სანქციების გაუქმებას ცალმხრივად ითვალისწინებს.

ასევე, ბრძანებულების მომზადების შესახებ განაცხადა ანალიტიკური ცენტრის Atlantic Council სამეცნიერო თანამშრომელმა ფაბრის პოტიემ Twitter-ის საკუთარ აკაუნტში.

„წყაროები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში მოამზადეს პრეზიდენტის ბრძანება რუსეთთან მიმართებით სანქციების მოხსნის შესახებ“, — დაწერა პოტიემ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მოსკოვს, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის შაბათს არის ჩანიშნული.

„ამაზე არაფერია ცნობილი. რამდენადაც მესმის, ინფორმაციის წყარო უცნობია. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ბრძანებულების მომზადების შესახებ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარისას.

მისი განცხადებით, შაბათს პუტინი ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვას პირადად აპირებს. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები ასევე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელებენ.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს საუბარი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველი იქნება და მოლაპარაკებებისგან მთელ პერიმეტრზე სუბსტანტური კონტაქტების მოლოდინი არ უნდა იყოს

ყველა ახალი ამბავი
0