ესპანური კომპანია „La Encina” საქართველოში სანერგე მეურნეობას მოაწყობს

გამოწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ნერგების მწარმოებელ ესპანურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა მოხდება.
ესპანური კომპანია „La Encina” საქართველოში სანერგე მეურნეობას მოაწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანია საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობას გეგმავს. მოგეხსენებათ, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, უკვე გაშენდა და შენდება ხეხილის ბაღები. გამოყენებული ნერგების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. სანერგე მეურნეობის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ჩვენი ესპანელი კოლეგები აპირებენ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი, სტანდარტული ნერგებით ჩვენი ფერმერების უზრუნველყოფას“, — აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ესპანურ კომპანიასა და საქართველოს სანერგე მეურნეობებს შორის სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა, ერთობლივი სანერგეების შექმნა, ფერმერების ხარისხიანი ნერგით უზრუნველყოფა, ასევე, ქართველი სპეციალისტების სტაჟირება ესპანეთის სანერგე კომპანიებში და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარება.

ყველა ახალი ამბავი
0