მაკარიძე პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში ითამაშებს

© photo: courtesy of Moreirense FC 38"მორეირენშე" და გიორგი მაკარიძე
მორეირენშე და გიორგი მაკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მეკარემ გიორგი მაკარიძემ მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა თავისი გუნდის პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში გასვლას.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და პორტუგალიური „მორეირენშეს“ მეკარე გიორგი მაკარიძემ „ბენფიკის“ წინააღმდეგ მატჩში 10 „სეივი“ მიითვალა და საკუთარ გუნდს  პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა.

„ბენფიკა“ თამაშის დაწყებიდან მეექვსე წუთზე წინ გავიდა, როდესაც ედუარდო სალვიო დაწინაურდა. „ლომები“ უპირატესობის შენარჩუნების მიზნით მაკარიძის კართან  ერთმანეთის მიყოლებით ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს, თუმცა ქართველი კიპერის კარის აღება ვერ შეძლეს.

მეორე ტაიმში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. ოსმან დრამეს მცდელობით „მორეირენშემ“ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტაიმის შუა ნაწილში კი ემანუელ ბოატენგმა დუბლი გააფორმა და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა — 3:1. 

მიუხედავად „ბენფიკას“ ძალისხმევისა, ლისაბონელმა ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს მატჩის ბედის გარდატეხა. მათ საუკეთესო შანსები ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე კვლავ მაკარიძე აღმოჩნდა.

„Sputnik საქართველომ“ გიორგი მაკარიძესთან დაკავშირება და რამდენიმე კითხვის დასმა შეძლო:  

„გამარჯვებით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ მე ნაკლებად ემოციური ადამიანი ვარ, ფინალში გასვლა, რომელიც ჩემი და ჩემი გუნდისთვის პირველია, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“, — განაცხადა მაკარიძემ.

პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში, რომელიც 30 იანვარს გაიმართება, „მორეირენშე“  „ბრაგას“ შეხვდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0