მესხიშვილი: საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება გზებზე ხდება

© FB/David Meskhishviliდავით მესხიშვილი
დავით მესხიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები, რომელთაც არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა არა აქვთ, - განაცხადა "საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის“ დამფუძნებელმა დავით მესხიშვილმა.
მესხიშვილი: საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება გზებზე ხდება

„დღეს ჩვენს გზებზე გადაადგილდებიან მკვლელები, რომლებიც ანადგურებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავისთავად, იცავენ კანონს. ესენი არიან, ძირითადად, მთვრალი პირები, ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან მაღალი სიჩქარით. დღეს ასევე გვაქვს სურათი, როდესაც მართვის მოწმობას იღებენ ადამიანები, ვისაც  არ აქვთ არც თეორიული, არც პრაქტიკული ცოდნა, რეალურად, ვუშვებთ საბუთიან პოტენციურ მკვლელებს», — განაცხადა დავით მესხიშვილმა.

"საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაცია" გუშინ დაფუძნდა და მასში საქართველოს მასშტაბით 150-ზე მეტი ორგანიზაციაა გაწევრიანებული.

ყველა ახალი ამბავი
0