თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. უკრაინა სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2017“-ს უმაღლეს იდეურ და შემოქმედებით დონეზე ჩაატარებს, განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვიაჩესლავ კირილენკომ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ „ესპრესო TV“-ზე დაყრდნობით.
„ევროვიზია — ეს მუსიკალური კი არა პოლიტიკური საკითხია… სიმღერის კონკურსს დადგენილ ვადებში უმაღლეს იდეურ და შემოქმედებით დონეზე ჩავატარებთ“, — ციტირებს კირილენკოს სიტყვებს მისი პრეს-სამსახური.
ვიაჩესლავ კირილენკოს თქმით, უკრაინას უკვე აქვს „ევროვიზიის“ ჩატარების წარმატებული გამოცდილება 2005 წელს და ქვეყანა წელსაც ღირსეულად უმასპინძლებს ევროპელ სტუმრებს.
ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ 25 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე „ევროვიზია 2017“-ის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია სიმღერის კონკურსის ყველა აუცილებელი ეტაპის დასაფინანსებლად.