ტრამპი: „ისლამური სახელმწიფოს“ გაჩენა შეიძლებოდა თავიდან აგვერიდებინა

© REUTERS / Carlos Barriaდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სულელები უწოდა მათ, ვინც ერაყში ნავთობის საბადოების კონტროლზე აყვანას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევდა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. აშშ-ს რეგიონში საკუთარი კონტროლის ქვეშ უნდა მოექცია ნავთობის საბადოები, რისი წყალობითაც შესაძლებელი იქნებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ გაჩენის თავიდან აცილება, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა ტრამპს წარმატებები უსურვა

„ჩვენ რომ აგვეღო (კონტროლის ქვეშ) ნავთობი, „ისლამური სახელმწიფო“ არ იქნებოდა. ისინი მისი შემოსავლებიდან საზრდოობენ, ფულით, რომელსაც ნავთობი იძლევა“, — ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტრამპს, რომელმაც ინტერვიუ მისცა ტელეარხ АВС-ს.

ამასთან ტრამპმა „სულელები და არა ექსპერტები“ უწოდა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ასეთი მოქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა.

მან ასევე დასძინა: „ჩვენ უნდა შევსულიყავით ერაყში, თუმცა ასე არ უნდა გამოვსულიყავით იქედან“.

ყველა ახალი ამბავი
0