„საზოგადოებაში დაბრუნება“ — საქართველოში მსჯავრდებულებს დაეხმარებიან

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაგამოძიებო იზოლატორი
საგამოძიებო იზოლატორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის „საზოგადოებაში დაბრუნება“ ფარგლებში ადამიანებს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, განათლების მიღებასა და დასაქმებაში დაეხმარებიან.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოში იწყებენ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ექვსი პროექტის განხორციელებას, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის მისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პროექტებს სახელწოდებით „საზოგადოებაში დაბრუნება“ ევროკავშირის ფინასური მხარდაჭერით ახორციელებენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ექვსი პროექტის საერთო ბიუჯეტი 11 მილიონი ლარია.

პრობაციონერი - Sputnik საქართველო
საქართველოში მსჯავრდებულთა დასაქმება გრძელდება

ახალი პროექტები ძირითადად გააუმჯობესებს პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებს სამიზნე ჯგუფებისთვის (4 პროექტი), გაუწევს ფსიქო-სოციალურ და სამედიცინო დახმარებას (1 პროექტი) და დანაშაულის პრევენციას მოახდენს ბავშვებისა და არასრულწლოვანთათვის (1 პროექტი). პროექტი ყველა მსჯავრდებულს შეეხება, მათ შორის პირობითი სასჯელის მქონეთ.

საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტები პროგრამის „ევროკავშირი სამართლისათვის“ (EU4Justice) ფარგლებში ხორცილდება. 2015 წელს ამ პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოს 50 მილიონი ევრო გამოუყო.

ყველა ახალი ამბავი
0