საქართველოში მსჯავრდებულთა დასაქმება გრძელდება

გამოწერა
საქართველოს პირობითად მსჯავრდებული მოქალაქეები - პრობაციონერები, რომლებიც საზოგადოებისთვის საშიში არ არიან, ქვეყნის ხელისუფლებისგან მხარდაჭერას იღებენ.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სექტემბერში 21 პირობითი მსჯავრდებული ადამიანი დაასაქმა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პრობაციონერები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დასაქმებული არიან საცხობში, სადურგლო საამქროში, ავტოსერვისში, კეთილმოწყობის სამსახურში და მეცხოველეობის ფერმაში.

ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო
საქართველოში პატიმრები უმაღლესი განათლების მიღებას შეძლებენ

მათი ყოველთვიური ხელფასი 400-დან 500 ლარამდე თანხას შეადგენს.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულთა დასაქმება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

2012 წლიდან უწყება, კეთილი ნების ჟესტის სახით, სწავლობს იმ პირების საქმეებს, რომლებიც პირობით სასჯელს იხდიან, ადგენენ, რომ ისინი საზოგადოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ, შემდეგ კი ამა თუ იმ კომპანიაში მუშაობის დაწყებას სთავაზობენ.

მოლაპარაკებები პარალელურად წარმოებს მეწარმეებთან. ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში პრობაციონერი და კომპანია შრომით ხელშეკრულებას აფორმებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს 124 პრობაციონერი დასაქმდა, ხოლო 2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია 518 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0