ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება

© FB / Gallery Gladstoneანდრო ვეკუას ნამუშევრები
ანდრო ვეკუას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარ ანდრო ვეკუას ნამუშევრების სერია „ძაღლის ერთგულება“ პორტრეტებისგან, ზღვის პეიზაჟების, მითოლოგიური მოტივებისა და ფანტაზიებისგან შედგება.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ნიუ-იორკის გალერეა Gladstone-ში თანამედროვე ქართველი მხატვრის ანდრო ვეკუას ახალი ნამუშევრების სერია „ძაღლის ერთგულება“ გამოიფინება.

Gallery Gladstone — ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი კერძო გალერეაა, რომელიც ცნობილ არტ-დილერსა და გალერისტ ბარბარა გლედსტოუნს ეკუთვნის. ამ გალერეაში გამართულა ისეთი მხატვრების გამოფენები, როგორებიც არიან მეთიუ ბარნი, ანიშ კაპური, შირინ ნეშატი, სარა ლუკასი.

ოლეგ ტიმჩენკო - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან

ქართველი მხატვრის გამოფენა 26 იანვარს გაიხსნება და 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

„Gallery Gladstone მოხარულია წარმოადგინოს ანდრო ვეკუას ახალი სურათების ინსტალაცია. პრაქტიკის მეშვეობით, რომელიც მოიცავს კინემატოგრაფს, ქანდაკებასა და კოლაჟს, ვეკუა მეხსიერების, ფანტაზიისა და ისტორიის მრავალმნიშვნელოვან ნახევრადწყვდიადში მუშაობს. ის მნახველის სამსჯავროზე წარმოადგენს ფრაგმენტულ ნარატივებს, ობიექტების ნაწილებსა და გაორმაგებულ ფიგურებს, როგორც საკუთარი პიროვნების მეტაფიქციას ავტობიოგრაფიული და ისტორიული სპეციფიკის წინააღმდეგ“, — აღნიშნულია გალერეის ვებ-გვერდზე.

ნამუშევრების სერია „ძაღლის ერთგულება“ შედგება პორტრეტებისგან, ზღვის პეიზაჟების, მითოლოგიური მოტივებისა და ფანტაზიებისგან, ასევე ავტორის კვლევებისგან ადამიანის ფსიქიკური ბუნების შესახებ.

Gallery Gladstone-ში ანდრო ვეკუას გამოფენა პირველად არ იმართება. ამ გალერეაში უკვე იყო წარმოდგენილი მისი ექსპოზიციები — პროექტები Dreaming Dreaming, Beautiful Monsters და სხვა.

ლევან მოსიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
თანამედროვე ქართველი მხატვრების ტოპ-ათეული

ანდრო ვეკუა 1977 წელს სოხუმში დაიბადა. სახვითი ხელოვნება ბაზელში (შვეიცარია) შეისწავლა. 2005 წელს დაჯილდოვდა შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურის ინსტიტუტის — ფონდ Kiefer Hablitzel-ის პრემიით. 2011 წელს ნომინირებული იყო ბერლინის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეის პრემიაზე.

ვეკუას პერსონალური გამოფენები გაიმართა ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში.

ანდრო ვეკუა არის მრავალი ჯგუფური ექსპოზიციისა და გამოფენის მონაწილე, მათ შორის, ვენეციის ბიენალეზე, სამხრეთ კორეაში — კვანჯუში თანამედროვე ხელოვნების ბიენალეზე, ნიუ-იორკის სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმში და პიტსბურგში (აშშ).

ამჟამად ანდრო ვეკუა ბერლინსა და ციურიხში ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0