საქართველოში გაგზავნილი მესიჯისთვის მსჯავრდებულის საქმეზე კრემლი განმარტებებს ელოდება

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი სოჭის მცხოვრების ოქსანა სევასტიდის საქმეს იხილავს, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ნაცნობისთვის რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გაგზავნილი მესიჯისთვის შვიდი წელი აქვს მისჯილი.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. კრემლმა შესაბამის უწყებებს მიმართა განმარტებების მისაღებად სოჭის მცხოვრების ოქსანა სევასტიდის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ნაცნობისთვის რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გაგზავნილი მესიჯისთვის სახელმწიფო ღალატის გამო შვიდი წელი აქვს მისჯილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანზე დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
კიევის სასამართლომ ცერცვაძე პატიმრობაში დატოვა

„ის (პრეზიდენტი) არკვევს საქმეს. მართლაც, ყველა საჭირო მოთხოვნა სიტუაციის გარკვევის თხოვნით შესაბამის უწყებებში გაგზავნილია. განმარტებებს ველოდებით“, — უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, გააკეთა თუ არა პრეზიდენტმა სევასტიდის საქმესთან დაკავშირებით რაიმე დასკვნა.

გასული წლის დეკემბერში დიდ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სევასტიდის შვიდწლიან განაჩენს „ზედმეტად მკაცრი მიდგომა“ უწოდა. მან მაშინ დააზუსტა, რომ საქმის მასალებს არ იცნობს და საქმის გარკვევის პირობა დადო.

ყველა ახალი ამბავი
0