ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას არჩევნების ბათილად ცნობაზე

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeოლიმპიური კომიტეტი
ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხაბელოვი გაკვირვებულია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე მისი მეტოქის ქმედებით და აპირებს კონსულტაციები გამართოს იურისტებთან შემდგომ ქმედებებზე.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (ეოკ) პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასული წლის დეკემბერში გამართული ეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნები ბათილად არის ცნობილი. 

აღნიშნული განცხადება ხაბელოვმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

მანამდე მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო  გასული წლის 23 დეკემბერს გამართული ეოკ-ს პრეზიდენტის არჩევნების შედეგები.

ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი კი გახდა ეოკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი. თავად სარჩელის მიზეზი კანდიდატთა რეგისტრაციის წესების დარღვევა იყო. 

ხაბელოვი გაკვირვებულია მისი მეტოქის საქციელით, რადგან მისი თქმით, არჩევნების შემდეგ, მან აღიარა დამარცხება და მას გამარჯვება მიულოცა. 

პრესკონფერენციის დასასრულს, ხაბელოვმა განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტი კონსულტაციებს გამართავს იურისტებთან, შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით. 

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში, სადაც მხოლოდ ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა, გამარჯვება ლერი ხაბელოვს ხვდა წილად. ხაბელოვმა საარჩევნო კომისიის წევრთა 78 ხმა მიიღო, ხოლო მეძმარიაშვილმა 57. 

 

ყველა ახალი ამბავი
0