ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

© Natia Tsirekidze ლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე ხმათა უმრავლესობით ხელახლა აირჩიეს სეოკ-ის პრეზიდენტად.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს, იუწყება სეოკ-ის ოფიციალური ვებგვერდი.

ლერი ხაბელოვი - Sputnik საქართველო
ლერი ხაბელოვი: მე ამ დიდი მსოფლიოს ჩემპიონი ვარ!

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო სესიის 135 დელეგატიდან ხაბელოვის კანდიდატურას 78 ადამიანმა დაუჭირა მხარი. პოსტზე მეორე კანდიდატს, ირაკლი მეძმარიაშვილს 57 დელეგატმა მისცა ხმა.

ამგვარად, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0