საქართველოში მზის ელექტროსადგურისთვის ადგილი ჯერ არ შეურჩევიათ

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკშიმზის ელექტროსადგური
მზის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველოში მიზნად მზის ელექტროსადგურის აშენება დაისახეს.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოიწონა მზის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სამუშაოების დაწყება.

ენგურჰესის პლატინა - Sputnik საქართველო
საქართველოში მდინარეთა ენერგოპოტენციალის ელექტრონული სისტემა შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ინვესტორი 18 თვის განმავლობაში 8 სხვადასხვა ადგილს შეისწავლის, რის შემდეგაც მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ ქარელის რაიონში პირველი ქარის სადგური გაიხსნა, რაც ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.

„ჩვენ ამ გზაზე ვივლით და, ვფიქრობთ, ინვესტორებისგან კიდევ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ქართლში ქარის პირველი ელექტროსადგური ამუშავდა

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა. ამ მიმართულებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს.

ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ შიდა ქართლში 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა. მისი დადგმული სიმძლავრეა 20,7 მვტ-ია. პერსპექტივაში ის შეიძლება 300 მვტ-მდე გაიზარდოს.

პროექტი განახორციელა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის საერთო ღირებულებიდან 24 მლნ აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო, ხოლო 10 მლნ — საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ.

ყველა ახალი ამბავი
0