თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სამინისტრომ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც ბავშვის ცემაში სდებენ ბრალს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.
საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელმა აღმზედელზე საჩივარი შეიტანა დ მას ბავშვზე ძალადობაში დასდო ბრალი. ინციდენტი თბილისის №153-ე საბავშვო ბაღში მოხდა.
„საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს", — ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცადებაში.
აღმზრდელი მისადმი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.
საქართველოს შსს-მ საქმე „არასრულწლოვანზე ძალადობის“ მუხლით აღძრა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მომხდარი ფაქტის ან ბავშვებზე ძალადობის სხვა ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მკაცრი დისციპლინარული ზომები იქნება მიღებული.