რას აირჩევს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი – პოლიტოლოგების მოსაზრებები

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, რა გზაც არ უნდა აირჩიოს ვანო მერაბიშვილმა მომავალში, ის არ იქნება დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ნატა პატარაია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს აღარ იკავებს. მერაბიშვილის გადაწყვეტილება ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ის სასჯელაღრულების დაწესებულებაში მოინახულა. მანამდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება და გადაჯგუფება მოხდა. პარტია მთავარი პოლიტიკური ფიგურების დიდმა ნაწილმა დატოვა. გასულ კვირაში კი ყრილობა ჩატარდა, რომელზეც ნაწილობრივ აირჩიეს პოლიტიკური საბჭო, ასევე მისი თავმჯდომარე და მოადგილეები. უცვლელი მხოლოდ ენმ–ის გენერალური მდივანი დარჩა.  

სცენა ნაცმოძრაობის ცენტრალურ ოფისში - Sputnik საქართველო
განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“: მელია ბოკერიას თანამოაზრეებს ადანაშაულებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ" იმიტომ არ დააყენა ყრილობაზე მერაბიშვილის გადარჩევის საკითხი, რომ უნდოდა ჰყოლოდა „ცნობილი რეფორმატორი“ — კორუფციასთან მებრძოლი გენერალური მდივანი, რომელიც დღეს პოლიტიკური დევნილია და ციხეში იმყოფება. ეს სააკაშვილისთვის უკვე „პიარია“ და სწორედ ეს „პიარი“ ჩაუშალა მერაბიშვილმა მას თავისი უარით გენერალური მდივნის პოსტზე“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ “Sputnik–საქართველოსთან” საუბრისას.  

მამრაძე: მერაბიშვილი დიდი ხანია ცდილობს სააკაშვილს გაემიჯნოს
  

ამჟამად ვანო მერაბიშვილი სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული. საუბარია არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაზე, სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და გაფლანგვაზე, ასევე სანდრო გირგვლიანის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასა და სამხილების გაყალბებაზე. გარდა ამისა, სასამართლოში განსახილველად შეტანილია მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე და ღვინის ქარხანა „აკურას“ საქმე. 

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, რა გზაც არ უნდა აირჩიოს ვანო მერაბიშვილმა მომავალში, ის არ იქნება დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ცისკარიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი მომავალში საერთოდ გაემიჯნოს პოლიტიკას.  

სოსო ცისკარიშვილი: არ გამოვრიცხავ, მერაბიშვილი საერთოდ გაემიჯნოს პოლიტიკას

„ადრე თუ გვიან მერაბიშვილი ციხიდან გათავისუფლდება და მას უფრო ბიზნესი მიიზიდავს, ვიდრე პოლიტიკა, ხოლო ის აჟიოტაჟი, რომელსაც ადგილი აქვს მისი პიროვნების ირგვლივ როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი წევრის გამონათქვამებიდან გამომდინარე, ალბათ, თანდათან მიილევა და აღარ იქნება დიდი მოლოდინი იმისა, რომელ მათგანს აირჩევს პოლიტიკური პერსპექტივის შემთხვევაში მერაბიშვილი“, — აღნიშნა სოსო  ცისკარიშვილმა. 

ყველა ახალი ამბავი
0