იაპონიაში აუქციონზე 64 კგ კონტრაბანდული ოქრო გაიყიდება

© photo: Sputnik / Pavel Lisitsinოქრო
ოქრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქროს საბაზრო ფასი, რომელიც სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოართვეს კონტრაბანდისტებს, სპეციალისტების შეფასებით, 302 მლნ იენია.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ქალაქ ოსაკას საოლქო პროკურატურა ხუთშაბათს აუქციონზე გაიტანს 64 კგ ოქროს ზოდებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ „სანკეიზე“ დაყრდნობით.

ოქროს ზოდები - Sputnik საქართველო
ოქროს ფასმა ტრამპის გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიურ ნიშნულს გადააჭარბა — 1 უნცია/$1200

ოქროს საბაზრო ფასი, რომელიც სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოართვეს კონტრაბანდისტებს, სპეციალისტების შეფასებით, 302 მლნ იენია (დაახლოებით 2,6 მლნ აშშ დოლარი). ეს ოქროს ყველაზე მსხვილი პარტიაა, რომელიც კი ოსაკას პროკურატურას ოდესმე აუქციონზე გაუტანია.

2011 წელს ოსაკას პროკურატურამ ორი პარტია ჩამორთმეული ოქრო გაყიდა: 86 მლნ იენის (767 ათასი დოლარი) ღირებულების 19.9 კგ ოქრო და 46 მლნ იენის ღირებულების (410 ათასი დოლარი) 12.9 კგ ოქრო.

მაშინ ოქროს ფასზე დანაშაულებრივი წარმომავლობა საერთოდ არ ასახულა — მის სანაცვლოდ საბაზრო ღირებულების 98% მიიღეს. თანხა მთლიანად სახელმწიფოს ბიუჯეტში ჩაირიცხა.

ყველა ახალი ამბავი
0