ოქროს ფასმა ტრამპის გამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგიურ ნიშნულს გადააჭარბა — 1 უნცია/$1200

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიოქროს ზოდები
ოქროს ზოდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
HSBC-ს ანალიტიკოს ჯეიმს სტილის აზრით, ოქროს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრესკონფერენციის შემდეგ ოქროს ფასმა აქტიური ზრდა დაიწყო და მისმა ღირებულებამ ფსიქოლოგიურ ნიშნულს გადააჭარბა — 1 უნცია/$1200, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ოთხშაბათის ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ვალუტების მიმართ დოლარი იაფდება

დონალდ ტრამპის ოთხშაბათს გამართული პრესკონფერენცია პირველი იყო მისი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ანალიტიკოსების აზრით, ახლადარჩეული პრეზიდენტის კომენტარები გაურკვევლობას ქმნის საფინანსო ბაზრებზე, რაც ოქროს ღირებულებაზე გავლენას ახდენს.

„პოლიტიკამ, როგორც ჩანს, ოქროს ბაზრის ყურადღება მიიპყრო და მოკლევადიან ფასებზე გავლენა იქონია“, — განუცხადა სააგენტო „როიტერს“ HSBC-ს ანალიტიკოსმა ჯეიმს სტილმა.

მისი თქმით, ბაზრის მოთამაშეები ამიერიდან ყურადღებით მიადევნებენ თვალს ტრამპისა და მისი გუნდის შემდგომ ნაბიჯებს, ხოლო ოქროს ფასი კიდევ მეტად გაიზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0