ქართველი გოგონა Ralph & Russo ჩვენებაზე ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად გამოვიდა

© FB / WorldsFashionMagazineქართველი მოდელი ანა შელია
ქართველი მოდელი ანა შელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მოდელმა ანა შელიამ მონაწილეობა მიიღო Ralph & Russo ჩვენებაში, რომელზე მსოფლიოში განთქმული ალესანდრა ამბროსიოც გამოვიდა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ქართველმა მოდელმა ანა შელიამ მონაწილეობა მიიღო ბრიტანული მოდის სახლის Ralph & Russo ჩვენებაში, რომლის ვარსკვლავი Victoria's Secret-ის საპატიო „ანგელოზი“ ალესანდრა ამბროსიო გახდა.

შოუ Ralph & Russo, რომელზეც 2017 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექცია იყო წარმოდგენილი, პარიზში მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. შოუს აკვირდებოდნენ კირსტენ დანსტი, Nelly, შანტელ ჯეკსონი და სხვა სელებრიტები.

Ralph & Russo — პირველი და ერთადერთი ბრიტანული მოდის სახლია, რომლის კოლექციები პარიზში მაღალი მოდის კვირეულზე არის წარდგენილი.

ნუკა ყარალაშვილი - Sputnik საქართველო
„მის სამყარო 2016“-ზე საქართველოს ნუკა ყარალაშვილი წარადგენს

სამოდელო კარიერა ანა შელიამ 14 წლიდან დაიწყო. ამ ასაკიდან მან ჯერ თბილისის მოდის კვირეულზე (Tbilisi Fashion Week) გაიბრწყინა, შემდეგ კი თურქულ სამოდელო სააგენტოსთან Option Model Management ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახლა ანა შელია 17 წლისაა და ის ევროპის დედაქალაქების პოდიუმებს თამამად იპყრობს. ქართველი მოდელის ანგარიშზეა თანამშრომლობა ბრენდთან Mango, დიზაინერებთან ზუჰაირ მურადთან, მარკ ბაუერთან, ვალენტინ იუდაშკინთან. ის წარდგა მოდის კვირეულებზე მილანში, პარიზსა და თბილისში.

2016 წლის სექტემბერში ანა შელიამ პარიზის მოდის კვირეულზე ფრანგული ბრენდი Etam-ის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ბრენდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო შოუზე შელია პოდიუმზე მსოფლიოს 80 საუკეთესო მოდელთან ერთად წარდგა.

ამჯერად ანა შელია პოდიუმზე გამოჩნდა ნახევრადგამჭვირვალე კრემისფერი გრძელი კაბით, რომელიც ბრჭყვიალებით და შუშის მძივებით იყო მოქარგული. Ralph & Russo-ს ჩვენების ვიდეოში ქართველი მოდელის გამოსვლა მერვე წუთზეა შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0