ჩუგოშვილი: პედრო აგრამუნტს უგულავასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს

© Vse mediaპედრო აგრამუნტი
პედრო აგრამუნტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების საქმეში თავისი წვლილი აღნიშნა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან მისი კომენტარები განიხილეს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შესახებ, რომელიც იანვრის დასაწყისში გათავისუფლდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.

არგამუნტმა განაცხადა, რომ მთავარ გამოწვევად რჩება პოლიტიკური პატიმრების არსებობა. ამ კონტექსტში მან რუსეთში ნადეჟდა სავჩენკოსა და საქართველოში გიგი უგულავას გათავისუფლების საქმეში თავისი წვლილი აღნიშნა.

„ჩვენ ვისაუბრეთ მის გუშინდელ კომენტარებზე, რასთან დაკავშირებითაც მან განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არანაირი კითხვა არა აქვს“, — განაცხადა ჩუგოშვილმა. მისი კომენტარი განთავსებულია პარლამენტის ვებ-გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
უგულავა: სააკაშვილი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა

უგულავა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მის ბრალდებას სხვა კვალიფიკაცია მისცა და მას 1 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მომენტში ეს ვადა უკვე ამოწურული იყო.

ქართული დელეგაცია 23 იანვარს გაემგზავრა სტრასბურგში, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს.

აგრამუნტთან შეხვედრის დროს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა მას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„ვისაუბრეთ დელეგაციის ახალი შემადგენლობის მუშაობის სტრატეგიაზე, თუ რა საკითხებზე და როგორ ვაპირებთ აქტიურობას მომავალი წლების განმავლობაში. მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა და ამ პროცესში ევროსაბჭოს, კერძოდ, ვენეციის კომისიის ჩართულობაზე, რაც ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.

გასულ კვირაში საქართველოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო სტუმრობდა, რომელმაც შეხვედრები გამართა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მხარეებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი შესწორებები განიხილეს.

ყველა ახალი ამბავი
0