საქართველოს პრემიერმა მადრიდსა და დავოსში ვიზიტი შეაჯამა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ესპანეთსა და შვეიცარიაში ვიზიტების შედეგების შესახებ ისაუბრა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გასულ კვირაში მადრიდსა და დავოსში მაღალი დონის შეხვედრები გამართა, ასევე სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ვიზიტის შედეგებზე მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კვირიკაშვილი ესპანეთს 17 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის დროს მადრიდში, გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის სათავო ოფისში მისი სახელობის საპატიო დაფა გაიხსნა.

„ეს არის ძალიან დიდი პატივი, ასევე აღიარება იმ უდიდესი წარმატებისა, რომელსაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია და მთავრობის ძალისხმევა დაფასებულია“, — განაცხადა პრემიერმა.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და გაეროს საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის პრეზიდენტი თალიბ რიფაი კვირიკაშვილის სახელობის საპატიო დაფის გახსნაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და გაეროს საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის პრეზიდენტი თალიბ რიფაი კვირიკაშვილის სახელობის საპატიო დაფის გახსნაზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და გაეროს საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციის პრეზიდენტი თალიბ რიფაი კვირიკაშვილის სახელობის საპატიო დაფის გახსნაზე

ვიზიტის მსვლელობისას საქართველოს პრემიერი შეხვდა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის, ესპანეთის მეფე ფელიპე IV-ს, საფეხბურთო კლუბ „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის.

„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთ ახალ, ძალიან საინტერესო მიმართულებაზე“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ესპანეთში ვიზიტის დროს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ღონისძიების სტუმრებს ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურად წარუდგინა. კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დამსწრე და ნამდვილი წევრების ორმა მესამედმა.

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და ფლორენტინო პერესი
გიორგი კვირიკაშვილი და ფლორენტინო პერესი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი და ფლორენტინო პერესი

„ასევე, ჩვენ წარდგენილი გვყავს კანდიდატი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე — ჩვენი ელჩი ესპანეთში და ჩვენი წარმომადგენელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომლის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც არაერთი შეხვედრა გაიმართა“, — დასძინა კვირიკაშვილმა.

ესპანეთის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.

საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდა ევროპის რიგი ქვეყნების ხელმძღვანელებს, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს. ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა კვირიკაშვილის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტისთან.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა დავოსში აბრეშუმის გზის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა

„აღსანიშნავია, რომ EBRD-სთვის 2016 წელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სარეკორდო იყო — ისტორიულად ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, რომლის გაზრდა წელსაც იგეგმება და ეს კიდევ ერთი რეკორდული წელი იქნება. მათი მოლოდინები ძალიან პოზიტიურია“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

დავოსში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ისეთი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს, როგორებიცაა British Petroleum (BP), Ginkgo Bioworks. საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესდა ასევე Vestas Wind Systems-ი.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ინვესტორებთან. საქართველო ძალიან დიდ ინტერესს იწვევს და განიხილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგში, როდესაც კომპანიები ევროპის მიმართულებით წარმოების გახსნას იხილავენ“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე

პრემიერმა დავოსში მოლაპარაკებები გამართა კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-თან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში წარმოებით ინტერესდებიან ასევე იაპონური კომპანიები.

ქართული ბაზრით ასევე დაინტერესდნენ საერთაშორისო ტურისტული და ავიაკომპანიები.

ყველა ახალი ამბავი
0