კვირიკაშვილმა დავოსში აბრეშუმის გზის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა

© FB / Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი დავოსში
გიორგი კვირიკაშვილი დავოსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვა წარმოთქვა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე, იუწყება პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროექტში „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც, მისი თქმით, პროექტში ჩართული ქვეყნების განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა.

„ესაა ალტერნატივების ქსელი — თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად. ეს პროექტი ერთდროულად კონკურენციასაც გულისხმობს და თანამშრომლობასაც“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აბრეშუმის გზა უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა, მაინც „არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომელთა დაცვა არსებული პოტენციალის სრულად ასათვისებლად აუცილებელია“.

კვირიკაშვილმა, პირველ რიგში, დაასახელა ინფრასტრუქტურა, შემდეგ — პროექტში ჩართულ სახელმწიფოებში არსებული სტაბილური გარემო, სრულყოფილი პარტნიორობა, სატარიფო სისტემების უნიფიკაცია და თანამშრომლობა პოლიტიკურ დონეზე.

მადრიდში, UNWTO-ს სათავო ოფისში კვირიკაშვილის საპატიო დაფა გაჩნდა - Sputnik საქართველო
მადრიდში, UNWTO-ს სათავო ოფისში კვირიკაშვილის საპატიო დაფა გაჩნდა

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ.

მისივე განმარტებით, დასასრულს უახლოვდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რაც აბრეშუმის გზის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს.

წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია „პასუხისმგებლიანი ლიდერობა“, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის ათასამდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0