პრემიერი: საქართველოში ბუნებრივი აირით კიდევ 34 სოფელი მომარაგდება

გამოწერა
საქართველოს მთავრობამ მოიწონა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა რეგიონის სოფლების გაზიფიცირებისთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს 11 ათასზე მეტი ოჯახის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

გადაწყვეტილებას ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კიდევ 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსების შესახებ საქართველოს მთავრობა 24 იანვარს მიიღებს, განაცხადეს საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახურში.

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რისთვისაც უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა. დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსებაზე“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზი - Sputnik საქართველო
საქართველოს გაზიფიკაცია 2017 წლისთვის დასრულდება

საქართველოს გაზიფიცირებას, ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, SOCAR Georgia Gas-ი ახორციელებს.

SOCAR Georgia Gas-მა 2008-დან 2016 წლის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 600 ქალაქისა და სოფლის გაზიფიკაცია განახორციელა, ააშენა 5364 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი. ჩატარებულმა სამუშაოებმა ამ პერიოდში გამანაწილებელ ქსელში ჩართვის საშუალება 209 ათას ახალ აბონენტს მისცა.

SOCAR Georgia Gas-ი გაზიფიკაციის მასშტაბურ პროექტს 2017 წელს დაასრულებს.

ბუნებრივი აირის ქსელში ახალი აბონენტების ჩართვის საფასური 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელ კომპანიებს შორის შეთანხმების შესაბამისად, მოქმედებს ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი, მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 16 თვეში — ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით შეუძლია. მომსახურების ღირებულებაში ბუნებრივი აირით სარგებლობის ერთი წერტილის მოწყობა შედის.

ყველა ახალი ამბავი
0