მომღერალი იოლკა ტელეარხ НТВ-ს ტალანტების შოუში Ты — супер! ჟიურის წევრი იქნება

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიმომღერალი იოლკა
მომღერალი იოლკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერალი იოლკა ტელეარხ НТВ-ს ახალი მუსიკალური შოუს Ты — супер! ჟიურის წევრი გახდება, სადაც მონაწილეობას მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები მიიღებენ.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მჟღავნდება ყველაზე მთავარი საიდუმლოებები ტელეარხ НТВ-ს ვოკალური კონკურსის Ты — супер!, რომლის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი. ასე რომ, დღის სიახლე — მომღერალი იოლკა ჟიურის ერთ–ერთი წევრი გახდება. 

ჟიურის შემადგენლობაში კიდევ სამი ვარსკვლავი შევა. შოუში მონაწილეობას მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები მიიღებენ. რთულ ცხოვრებისეულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები მოსკოვში საქართველოდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან ჩავიდნენ. ისინი პოდმოსკოვიეს ერთ–ერთ სანატორიუმში დააბინავეს, სადაც მათთან უკვე ვოკალის პედაგოგები და მუსიკალური პროდიუსერები მეცადინეობენ.

ნანა ვარძელაშვილი და ირმა სოხაძე - Sputnik საქართველო
НТВ-ს პროექტის Ты супер! ქართველი მონაწილე: მე გამარჯვებისთვის მივდივარ

პატარა კონკურსანტებს იოლკაც მოინახულებს.პროექტის მონაწილეები იქნებიან ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატებისა და მიმღები ოჯახების ბავშვები. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების 7–დან 18 წლამდე ასაკის ნიჭიერი ბავშვები საკუთარ ვოკალურ მონაცემებს პროფესიონალური ჟიურისა და მილიონობით მაყურებლის წინაშე გამოავლენენ და საუკეთესო მუსიკალურ პედაგოგებთან და პროდიუსერებთან იმუშავებენ.

Ты супер! შოუს წამყვანი ТЭФИ–ს მფლობელი ვადიმ ტაკმენევი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0