თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ტელეკომპანია НТВ-ს ტალანტების შოუში Ты супер! საქართველოს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი წარადგენს, რომელმაც ტელეკომპანიის შესარჩევ კასტინგში გაიმარჯვა.
საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი საბავშვო კონკურსის Ты – супер! საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა, რომელიც სტარტს 2017 წლის თებერვალში აიღებს. ტელეარხ НТВ-ს პროექტი Ты — супер! ნიჭიერ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანს აძლევს საკუთარ შესაძლებლობები და ნიჭი გამოავლინონ.
„დიდი მადლობა ნდობისთვის. თქვენს ნდობას აუცილებლად გავამართლებ და საქართველოში გამარჯვებული დავბრუნდები“, — განაცხადა ვარძელაშვილმა თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ქარელის რაიონის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ვოკალის პედაგოგმა მანონი მანაგაძემ აღნიშნა, რომ თავიდან არ სჯეროდა, რომ ნანა შეძლებდა და მონაწილეობას მიიღებდა ასეთ მასშტაბურ პროექტში.
„ეს ოცნებაც არაა, ეს სასწაულია! ჩვენ ასეთ პროექტზე ოცნებასაც ვერ გავბედავდით. ყველა გაკვირვებული ვიყავით და ბოლომდე ვერ ვიჯერებდით, რომ ეს სიმართლე იყო. ამიტომ მსურს მადლობა გადავუხადო ყველას იმისთვის, რომ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზებაში დახმარებას უწევთ. ეს უკვე გამარჯვებაა, ჩვენი ბავშვი ასეთ კონკურსზე რომ მიდის“, — განაცხადა მანაგაძემ.
პრესკონფერენციაზე პროექტის ახალბედა მონაწილის მხარდასაჭერად საქართველოს დამსახურებული არტისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ირმა სოხაძე იმყოფებოდა. მან ნანას რჩევები მისცა — სცენაზე გულწრფელი იყოს და მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი თავი.
„ეს ძალიან კეთილი საქმეა, როდესაც ბავშვებს შანსს აძლევ, რომელზე ოცნებაც მათ არ შეეძლოთ. სამწუხაროა, რომ საქართველოში მსგავსი პროექტი არ გვაქვს და შეიძლება ამაზე ფიქრი დავიწყოთ… ნანუკა ნიჭიერი გოგონაა, კარგი სმენა აქვს, კარგი ხმა და, ალბათ, კონკურსზე სწორედ ასეთი ბავშვები სჭირდებათ“, — აღნიშნა სოხაძემ.
„ძალიან მიხარია, ამ კეთილ გარემოში რომ ვარ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას. გული მწყდება, რომ ბოლო ეტაპზე ჩავერთე ამ ამბავში და კასტინგშიც უფრო აქტიური მონაწილეობა არ მივიღე, ნანუკას მომზადებაშიც რაღაც წვლილი არ შევიტანე. მე დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. მომავალში მიგულეთ თქვენ გვერდით. ეს არის საოცრად კეთილი საქმე, როდესაც ჩვენ ბავშვებს ვაძლევთ შანსს, რასაც სხვა შემთხვევაში ვერც კი წარმოიდგენდნენ“, – განაცხადა ირმა სოხაძემ.
პრესკონფერენციის მსვლელობისას ნაჩვენები იქნა პროექტის Ты супер! წამყვანის ვადიმ ტაკმენევის ვიდეომიმართვა, რომელმაც წარმატებები უსურვა კონკურსის მონაწილეებს.
„გამარჯობათ, ბავშვებო. ერთი სული მაქვს გითხრათ, რომ სულ რამდენიმე საათში თქვენ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ შენ — სუპერ-ბავშვი ხარ. თქვენ სუპერ-გოგონები და სუპერ-ბიჭები ხართ, სულ მალე ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და დაუვიწყარ მოგზაურობაში გაემგზავრებით. ასეთი შანსი ყველას არ ეძლევა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ამას იმსახურებს“, — განაცხადა ტაკმენევმა.
რესურს „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელის მოადგილემ ტატო ლასხიშვილმა აღნიშნა, რომ სააგენტო მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ კონკურსანტს და გააშუქებს პროექტს Ты супер!.
„НТВ-სა და Sputnik-ის მთავარი ამოცანაა — ნიჭიერი ბავშვების მოძიება, რათა დაეხმარონ ამ ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში… НТВ и Sputnik-ი მუსიკის საშუალებით აერთიანებენ პოსტსაბჭოთა სივრცეს და პატარა ადამიანებს შესაძლებლობას აძლევენ შეცვალონ საკუთარი მომავალი და აისრულონ საკუთარი ოცნებები“, — ხაზგასმით აღნიშნა ლასხიშვილმა.
პროექტში მონაწილეობენ ბალტიისპირეთისა დსთ-ის ქვეყნების წარმომადგენელი ბავშვები. პროექტი Ты супер! რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საბავშვო ვოკალური კონკურსის პრემიერა ტელეკომპანია НТВ-ზე 18 თებერვალს გაიმართება.
НТВ – რუსეთში მსხვილი არასახელმწიფო ტელეკომპანიაა, რომელიც ფედერალურ მაუწყებლობას ახორციელებს. 1993 წლის ოქტომბერში ეთერში პირველი გასვლიდან НТВ სტაბილურად შედის რუსული ტელებაზრის ლიდერთა სამეულში. НТВ ტრანსლირებს რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტზე და მოსახლეობის 99,2%-ს მოიცავს. რუსულენოვანი მაყურებლისთვის რუსეთის ფარგლებს გარეთ — ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ქვეყნებში — НТВ ორ საერთაშორისო ვერსიას — НТВ-Мир-სა და НТВ-Америка-ს ახორციელებს.
НТВ დაარსების დღიდან წარმატებით ქმნის და ავითარებს მთავარ სატელევიზიო ჟანრებს. არხის პროგრამებს შორის ტრადიციულად ლიდერობს ჟურნალისტური გამოძიებები, დისკუსიები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე და, პირველ რიგში, ახალი ამბები და ანალიტიკა — НТВ-ს მაუწყებლობის საფუძველი.
„Sputnik საქართველო" (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.