თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი, როგორც ტალანტების შოუს „Ты – супер!" საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი, საქართველოში მხარს პროექტის ახალბედა მონაწილეს ნანა ვარძელაშვილს დაუჭერს, რომელმაც ტელეარხ НТВ-ს შესარჩევ კასტინგში გაიმარჯვა.
ტელეარხ НТВ-ს პროექტი „Ты — супер!" ტალანტის მქონე მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ: პროექტის მონაწილეები იქნებიან ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატებისა და მიმღები ოჯახების ბავშვები. ტალანტების შოუს განმავლობაში Sputnik-ი საკუთარ რესურსებზე შესაძლებლობას მისცემს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მყოფ მკითხველს თვალი ადევნონ კონკურსანტების წარმატებებსა და გამარჯვებებს ონლაინ-დღიურებისა და შოუს პირდაპირი ტრანსლირების ფორმატში. სოციალურ ქსელებში სააგენტოს ოფიციალურ აკაუნტებზე ყველა მსურველს შეეძლება შოუს მისთვის რჩეულ კონკურსანტს მისცეს ხმა.
უახლოეს პერიოდში შოუს მონაწილეები საქართველოდან ოფიციალური წარმომადგენლების — პედაგოგების, მეურვეების და მიმღები ოჯახების წარმომადგენლების თანხლებით მოსკოვში გაემგზავრებიან. პროექტის ფარგლებში მონაწილეებთან იმუშავებენ პროფესიონალი პედაგოგები და მუსიკალური პროდიუსერი. ასევე მთელი შოუს მანძილზე ბავშვები შეძლებენ სასწავლო პროგრამით სწავლის გაგრძელებას.
კონკურსი „Ты — супер!" რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მუსიკალური ტალანტები დსთ-ს, ბალტიისპირეთისა და საქართველოს სივრცეში წარმოდგენილი იქნება ცხრა ქვეყნის — სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვას, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ესტონეთის ბავშვებით. პროექტის წამყვანი იქნება ვადიმ ტაკმენიოვი. საბავშვო ვოკალური კონკურსის „Ты-супер!" პრემიერა ტელეარხ НТВ-ზე 18 თებერვალს გაიმართება.
პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ტელეარხის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. შოუს სიახლეებს შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ „Sputnik საქართველოს“ რესურსებზე.
НТВ- მსხვილი არასახელმწიფო ტელეკომპანიაა რუსეთში, რომელიც ფედერალურ მაუწყებლობას ახორციელებს. 1993 წლის ოქტომბერში ეთერში პირველი გასვლიდან НТВ სტაბილურად შედის რუსული ტელებაზრის ლიდერთა სამეულში.
НТВ — ტრანსლირებს რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტებზე და მოსახლეობის 99,2%-ს მოიცავს. რუსულენოვანი მაყურებლისთვის რუსეთის ფარგლებს გარეთ — ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ქვეყნებში — НТВ ორ საერთაშორისო ვერსიას — НТВ-Мир-სა და НТВ-Америка-ს ახორციელებს.
НТВ დაარსების დღიდან წარმატებით ქმნის და ავითარებს მთავარ სატელევიზიო ჟანრებს. არხის პროგრამებს შორის ტრადიციულად ლიდერობს ჟურნალისტური გამოძიებები, დისკუსიები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე და პირველ რიგში, ახალი ამბები და ანალიტიკა — НТВ-ს მაუწყებლობის საფუძველი.
რუსეთსა და მსოფლიოში НТВ-ს კოლექტივის პროფესიონალიზმი აღიარებულია. რეპორტიორები, მიმომხილველები და არხის ტელეწამყვანები ყოველწლიურად იღებენ სამთავრობო და ჟურნალისტურ ჯილდოებს. გასართობი პროექტები — მძაფრსიუჟეტიანი სამამულო სერიალები და ფილმები, სოციალური და გასართობი პროგრამები, სათამაშო შოუები — არაერთხელ გამხდარა საავტორო პრემიების პრიზიორები.
„Sputnik საქართველო" (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.