კრემლი რუსეთის საზღვართან ჩინური რაკეტების განთავსებაში საფრთხეს ვერ ხედავს

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მშენებლობას ჩინეთში ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხედ არ აღვიქვამთ, განაცხადა პესკოვმა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. მოსკოვი ჩინეთის შეიარაღებული ძალების განვითარებას საფრთხედ არ აღიქვამს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთთან საზღვართან პეკინის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების განთავსების შესახებ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი"

წყალქვეშა აპარატი მარიანის ღრმულში - Sputnik საქართველო
ჩინეთი ახალ წყალქვეშა აპარატს ქმნის, რომელიც ნებისმიერი ოკეანის ფსკერს მიაღწევს

ჩინურ გაზეთ Global Times-ში სამშაბათს გამოქვეყნდა ინფორმაცია ინტერნეტში ჩინეთის მიერ შემუშავებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის Dongfeng-41 (DF-41) ფოტოს განთავსების შესახებ.

„ჩინეთი ჩვენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია, პარტნიორი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, რაიმე ქმედებას ჩინეთის შეიარაღებული ძალების განვითარების თვალსაზრისით, თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია, სამხედრო მშენებლობას ჩინეთში ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხედ არ აღვიქვამთ“, — განაცხადა პესკოვმა.

ყველა ახალი ამბავი
0