თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ჩინეთი პილოტირებად წყალქვეშა აპარატის შექმნაზე მუშაობას შეუდგა, რომელსაც ეკიპაჟის ნებისმიერი ზღვისა და ოკეანის ფსკერამდე ჩაყვანა შეეძლება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „სინხუაზე“ დაყრდნობით.
პროექტზე კომპანია China Shipbuilding Industry Corporation-ის (CSIC) კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს, რომელმაც წარსულში პირველი ღრმაწყლოვანი პილოტირებადი აპარატი Jiaolong შექმნა.
აღნიშნული აპარატი 2012 წლის ივნისში წყნარ ოკეანეში მდებარე მარიანის ღრმულში 7 ათასი მეტრის სიღრმეზე ჩავიდა და ღრმულის ფსკერს მიაღწია.
სხვა ინფორმაცია ახალი პროექტის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.