იან კელი საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას შეინარჩუნებს

© Facebook / US Embassyიან კელი
იან კელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზეთ New York Times-ის ინფორმაციით, „პოლიტიკური“ დიპლომატები ყოველთვის ტოვებენ თანამდებობებს პრეზიდენტის მანდატის დასრულების შემდეგ. მათ გარდა ასევე არსებობენ პროფესიონალი დიპლომატები, რომლებიც მთავრობის შეცვლის მიუხედავად აგრძელებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმები აშშ-ის „პოლიტიკური“ ელჩების გათავისუფლებასთან დაკავშირებით  საქართველოში შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს არ ეხება, განუცხადეს სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“ აშშ-ის საელჩოში.

ქალების საპროტესტო აქცია თბილისში ტრამპის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
თბილისში ტრამპის წინააღმდეგ ქალთა მარში ჩატარდა

„საქართველოში აშშ–ის ელჩი იან კელი კარიერული დიპლომატია და ამიტომ მას ეს არ ეხება“, — აღნიშნეს საელჩოში.

იან კელი თბილისში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელად 2015 წელს ჩამოვიდა.

გაზეთი New York Times-ის ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდამავალმა ჯგუფმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, აშშ-ის „პოლიტიკურმა“ ელჩებმა თანამდებობები სახელმწიფოს ახალი მეთაურის ინაუგურაციამდე უნდა დატოვონ.

როგორც ტრამპის გარდამავალი გუნდის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ ქმედებაში ცუდი განზრახვა არ არის – ობამას მიერ დანიშნული ელჩები თანამდებობას მასთან ერთად ისევე დატოვებენ, როგორც სხვა ათასობით პოლიტიკური მოღვაწე თეთრ სახლსა და ფედერალურ უწყებებში.

გაზეთი აღნიშნავს, რომ „პოლიტიკური“ დიპლომატები ყოველთვის ტოვებენ თანამდებობებს პრეზიდენტის მანდატის დასრულების შემდეგ. მათ გარდა ასევე არსებობენ პროფესიონალი დიპლომატები, რომლებიც მთავრობის შეცვლის მიუხედავად აგრძელებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას.

ყველა ახალი ამბავი
0