თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. 3,2-ბალიანი მიწისძვრა მოხდა სოფელ ზედა ზეგანში, ზესტაფონიდან 7 კილომეტრში. ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
მიწისქვეშა ბიძგები კვირას, 23:03 საათზე დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, რაიმე სახის დაზიანება და ნგრევა მიწისძვრის შედეგად არ დაფიქსირებულა.
ბოლო დღეების განმავლობაში ეს მეორე მიწისძვრაა საქართველოში — 20 იანვარს 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ახალციხის მახლობლად, სოფელ ანიში.
საქართველოს საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა.
ყველაზე ძლიერი მიწისძვრა – 7-ბალიანი 1991 წელს მოხდა რაჭაში. მაშინ დაიღუპა 200-მდე ადამიანი, დაინგრა 46 ათასი სახლი და 1000-მდე სამრეწველო ობიექტი.