თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ახალციხიდან დაახლოებით 10 კმ-ში, სოფელ ანში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია ილიას სახელმწიფო ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:52 საათზე დაფიქსირდა. ამ დროისათვის დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი 7-ბალიანი მიწისძვრა, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა, 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა. ეპიცენტრში ინტენსივობამ 9 ბალს მიაღწია. ამ მიწისძვრამ თითქმის 200 ადამიანი იმსხვერპლა, დაინგრა დაახლოებით 46 ათასი საცხოვრებელი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.